ბუნდესვერის გენერალი - უკრაინას მობილიზაცია სჭირდება

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელის, კრისტიან ფროიდინგის განცხადებით, უკრაინას სჭირდება შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა, რათა წარმატებით დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

„რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, უკრაინას აუცილებლად მოუწევს მეტი ჯარისკაცის მობილიზება - დანაკარგების გამო მაინც“, - აღნიშნა ბუნდესვერის გენერალმა.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია ქვედანაყოფების აღდგენა, რომელთაგან ნაწილი ფრონტის ხაზზე თითქმის ორი წლის განმავლობაში იმყოფება.

კრისტიან ფროიდინგი კრიტიკულად გამოეხმაურა ცნობებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის განხეთქილების შესახებ.

„ჩვენ კულისებში ვერ ვიყურებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ ამ დისკუსიებს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის და, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა შეინარჩუნებს ერთიანობას, რამაც გააძლიერა მისი უნარი, დაიცვას თავი ბოლო თვეების და წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ბუნდესვერის გენერალმა.

მისი აზრით, ასეთი დისკუსიები დემოკრატიული სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშანიცაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელს არ უწყობს ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს