ვახტანგ გომელაური - ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის - ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის

ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს - ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის, კომპლექსურადაა სამუშაო და მხოლოდ ის, რომ გავამკაცრებთ და პრობლემა დასრულდება, ასე არ ვთვლი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ნარკოტიკების გადამეტებული დოზით მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე გომელაურმა განაცხადა, რომ პირველად არ მომხდარა და „ეს არ არის იშვიათი“.

„სამწუხაროდ. 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით, რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები მაღალი გვქონდა. 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. წინა წლებში იყო 70, 30, 20. 2022 წელს კი იყო 202. ამდენი ნარკომოვაჭრე არცერთ წელიწადს არ დაკავებულა საქართველოში. მესმის, რომ რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი. ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში ან ევროპის ქვეყნებში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე საქართველოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება, ალბათ, უფრო კომპლექსური და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსი. რაც შეეხება კითხვას ნარკოტიკებზე ტრანზიტული კუთხით, ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის, ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე