ირაკლი ჩიქოვანი - დიახ, ვიზიარებ განცხადებას, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა - მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი, მძიმე ომი

ვიზიარებ ამ განცხადებას [2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა] - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვას, შეეძლო თუ არა რუსეთ-საქართველოს ომის აცილება 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ.

„დიახ, მე ვიზიარებ ამ განცხადებას! ამ შემთხვევაში, მე გამოვყოფ ჩვენს თავდაცვის ძალებს, თავდაცვის ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ. მათ გმირობას საზღვარი არ ჰქონდა. დიდება იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი სახელმწიფოსა და სამშობლოს დასაცავად გაწირეს, მაგრამ იმ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ხელისუფლებაში იყო, ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი, მძიმე ომი. აქვე დავამატებ იმას, არამხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ საზიანო იყო ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ასევე, არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუსტად ევროპის საბჭოში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელიც მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს სამარცხვინო, როცა ასეთ რამეს დაუჭერს მხარს. ჩვენმა სამხედროებმა, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა დაეცვათ მაქსიმალურად ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე