ირაკლი ჩიქოვანი - ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემობრუნება, მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები.

„დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში. 2012 წელს რომ არა ის, ნამდვილად ვერ მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ცვლილება და ნამდვილად არ ვიცი დღეს ჩვენი სახელმწიფო რა პირობებში და რა ვითარებაში იქნებოდა. წლების განმავლობაში, ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რამაც საშუალება მოგვცა, რომ მართლაც გვქონოდა განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი და განგრძობადი ფაზა.

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფო ინტერესები“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება