„ევროპის უნივერსიტეტის“ 20 ქართველი სტუდენტი სტაჟირებაზე ესპანეთში გაემგზავრა

„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 20 ქართველი სტუდენტი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაემგზავრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით „სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ - გაივლიან სტაჟირებას.

პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან: გადაუდებელი მდგომარეობების მართვას ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს; სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას გადაუდებელი მდგომარეობის მართვის დროს; სცენარზე დაფუძნებული სიმულაციური ამოცანებით გადაუდებელი მდგომარეობების მართვას.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს