რატი ბრეგაძე - იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, უწყების სასწავლო ცენტრის ბაზაზე ევროკავშირის სამართლის ცენტრი შეიქმნება.

„იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი, რის შედეგადაც მეტი შესაძლებლობა იქნება ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„ცენტრის ამოქმედება ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა