გიორგი ვაშაძე - უმუშევრობისა და სიღარიბის გაღრმავების გეგმა უფროა ის, რაც წარმოადგინეს, ხოლო პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც ეკონომიკის არაფერი გაეგება - ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს

სამთავრობო პროგრამა მიუთითებს, რომ ისინი რეალობას აცდენილები არიან, მათთვის - ივანიშვილისთვის, ელიტისთვის, მართლა ყველაფერი კარგადაა, ჩვენთვის კი - საზოგადოებისთვის, ყოველი შემდეგი დღე კიდევ უფრო მძიმეა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სამთავრობო პროგრამით ამბობს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

„გუშინ ჩამოვედი აშშ-დან. ერთი დღით მომიწია ნიუ-იორკში ჩასვლა, საკმაოდ საინტერესო შეხვედრებზე, მაგრამ ყველა მძიმე სანახავი იყო ის, რომ ათასობით ქართველს ნახავთ ნიუ-იორკში, ქუჩაში ვერ გაივლი, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. რატომ არის ამდენი ადამიანი წასული ქვეყნიდან? იმიტომ, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, რასაც გაურბიან ჩვენი თანამემამულეები. „ოცნების“ მმართველობის პერიოდში 800 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა ქვეყანა, დატოვა არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

დღეს პარლამენტი იხილავს მთავრობის ახალ შემადგენლობას, თუმცა სიახლე აქ არაფერია და ეს არის ძველი მთავრობის გეგმა, რომელიც კვლავ წარმოადგინეს. ხელთ მაქვს სამთავრობო გეგმა, არის აქ რამე დასაქმებაზე? რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს? მთავარი კითხვა ხომ ეს არის - სამუშაო ადგილების შექმნას როგორ აპირებენ, ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლას როგორ აპირებენ, ამ კატასტროფული მიგრაციის პირობებში, რას აპირებენ? პასუხი „ოცნების“ არის, რომ არაფრის შეცვლას ისინი არ აპირებენ. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სამთავრობო პროგრამაში არაფერი შეცვლილაო, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად არისო. ეს სამთავრობო პროგრამა მიუთითებს, რომ ისინი რეალობას აცდენილები არიან, მათთვის ივანიშვილისთვის, ელიტისთვის, მართლა ყველაფერი კარგადაა, ჩვენთვის კი საზოგადოებისთვის, ყოველი შემდეგი დღე კიდევ უფრო მძიმეა. ამ სამთავრობო პროგრამით კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. უმუშევრობისა და სიღარიბის კიდევ უფრო გაღრმავების გეგმა უფრო შეგვიძლია დავარქვათ, რაც წარმოადგინეს და ბოლოს, პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის, საერთოდ გონზე არაა სამუშაო ადგილი როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რამდენად მიგაჩნიათ, რომ ნორმალურ პირობებში ასეთ მთავრობას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს? არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა და ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი გზა არის გზა ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, მათი გზა არის გზა უმუშევრობისკენ, ელიტის გამდიდრებისკენ და ხალხის სიღარიბისკენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას