ვახტანგ გომელაური - ძალიან ბევრი პოლიციელი კერძო ბიზნესში გადავიდა, ასევე სხვადასხვა სისტემაში - უფრო მეტ ანაზღაურებას აძლევენ და მესმის, კარგია, თუ ბიზნესში უფრო მეტი ანაზღაურებაა

ძალიან ბევრი პოლიციელი კერძო ბიზნესში გადავიდა, ასევე სხვადასხვა სისტემებში. უფრო მეტ ანაზღაურებას აძლევენ და მესმის, კარგია, თუ ბიზნესში უფრო მეტი ანაზღაურებაა. მე ვფიქრობ, ქვეყანაში ეკონომიკა კარგად მიდის, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა ამით უპასუხა შეკითხვას, შსს-დან პოლიციელთა გადინების შესახებ.

„პოლიციელების გადინების კუთხით - არ ვიცი, რომ მივალ ახლა და ვუთხრა, ამოვიღოთ მონაცემები, თუნდაც ძველი დროის, რამდენი ადამიანი მიდიოდა, რამდენი ბრუნდებოდა - ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. კი ბატონო, ვიცი, 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში ხდებოდა - უფრო მეტი ოჯახი გავიდა აშშ-ს მიმართულებით, თუმცა დღეს აღარ არის ეს ტენდენცია, გაჩერდა, უფრო სწორად. არამარტო პოლიციელები, ბევრი ადამიანი წასულა ოჯახებით, მოქალაქეებიც. მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი პოლიციელი კერძო ბიზნესში გადავიდა, ასევე სხვადასხვა სისტემებში. უფრო მეტ ანაზღაურებას აძლევენ და მესმის. კარგია, თუ ბიზნესში უფრო მეტი ანაზღაურებაა, მე ვფიქრობ, ქვეყანაში ეკონომიკა კარგად მიდის. მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ასე მეუბნებიან ყოველ შემთხვევაში ეკონომისტები“, - განაცხადა გომელაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება