გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა.

ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.

„მიმდინარეობს იმ პროგრამის განხორციელება, რომლის მიხედვითაც 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება უნულდებათ. დღემდე დაახლოებით 6 ათასამდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს უწყვეტად მიმდინარეობს. მათ აქვთ 5 - წლიანი ვადა, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს აღიდგინონ სტატუსი და დაუბრუნდნენ აუდიტორიებს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს