ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხამისკური, საკუკავო, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა, საბუკიო.) დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციებზე მოქალაქეებმა ღია კენჭისყრით ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ შემდეგ საპროექტო წინადადებებს დაუჭირეს მხარი: წინაგოლა - გზის რეაბილიტაცია; ლარჩვა - გარე განათების მოწყობა; ოხვამეკარი - გარე განათების მოწყობა; ნოჩხონი - გარე განათების მოწყობა; ხეთა - გარე განათების მოწყობა; ხამისკური, საკუკავო და საქირიო - ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში სკვერის მოწყობა; თორსა - გარე განათების მოწყობა; დღვაბა -გარე განათების მოწყობა; საბუკიო -გზის რეაბილიტაცია.

დასახლების კრება და მოსახლეობასთან კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე