„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს 11:00 საათიდან 11:10 საათამდე და 16:50 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნავაზარი, წილკანი და მიმდებარე სოფელბში; 12:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, მაღრანი, ახატანი, ღარისწყალა, ბიწმენდი, ბულაჩაური, ლაფანაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:10 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ზემო ლისი, ქვემო ლისი, თელეების მიწა, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 15:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში ნარეკვავის, გოგებაშვილის, საგურამოს, ღართიკარის, წიწამურის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეული რეჟიმით.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს