ზურაბ აზარაშვილი - ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა

ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა. გაფორმებულია ხელშეკრულება 21 სხვადასხვა დასახელების პრეპარატის შესყიდვაზე, 2 უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიასთან - „როშთან“ და "ნოვარტისთან“. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უკვე დაწყებულია, მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდება, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ იგეგმება კიდევ ერთ მსხვილ, საერთაშორისო მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმება.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების კიდევ უფრო მეტად დაკმაყოფილებას, რადგან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული ფასდაკლებული ფასების ფონზე, უფრო მეტი მედიკამენტის მიწოდებაა შესაძლებელი პაციენტებისთვის.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2024 წლიდან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, სრულად იფარება ქრონიკული დაავადებების მართვისთვის საჭირო მედიკამენტები“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე