ესპანეთი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 3,5 მილიონ ევროს გადასცემს

ესპანეთი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 3,5 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.

„გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მდგომარეობა უიმედოა და სერიოზული რისკი არსებობს, რომ ღაზაში მისმა ჰუმანიტარულმა საქმიანობამ რამდენიმე კვირაში პარალიზება განიცადოს“, - განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.

2023 წელს მადრიდმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 18,5 მილიონი ევრო გადასცა, მათ შორის 10 მილიონი ევრო გასული წლის დეკემბერში.

შეგახსენებთ, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს აშშ-მა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაფინანსება მას შემდეგ შეუჩერა, რაც ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე