ვახტანგ გომელარური - საფრთხე, რომ საქართველოში რუსებს შემოიყვანენ და შემდეგ რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ცოტა მითია

საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს, მერე რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ცოტა მითია, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რუსეთის მოქალაქეების შემოდინებასთან, ქართული პასპორტების აღებასთან და საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პერიოდში შემოსული რუსეთის მოქალაქეების 40 პროცენტი უკვე გასულია ქვეყნიდან.

"ჩვენი მოქალაქეობის მიღებაზე გავუსვამდი ხაზს, ასეთი ფაქტები არის. რაც ომის ცხელ პერიოდში იყო, მათი [ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების] 40 პროცენტი ახლა გასულია. მთლიანობაში 44 პროცენტი იყო, რომელიც ორმაგი მოქალაქე იყო. ასევე, თუ არ ვცდები, 33 პროცენტი იყო საქართველოში დაბადებული, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და ა.შ., რომლებიც წასულები იყვნენ რუსეთში, შემდეგ დაკარგეს მოქალაქეობა და ითხივდნენ აღდგენას, მათი ოჯახის წევრები აქ ცხოვრებენ. ასევე აღინიშნა, რომ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისთვის მოქალაქეობის მიცემა - არ მიცემაზე. ასე რომ, ის საფრთხე, რომ შემოიყვანენ ახლა რუსებს, მერე რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ცოტა მითია ჩემი აზრით, საქართველოსთან მიმართებით ყოველ შემთხვევაში", - განაცხადა გომელაურმა.

გომელაურს კითხეს ასევე, ისიც ფიქრობს თუ არა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველო ომის არიდებას შეძლებდა, რაზეც გომელაურის პასუხია, რომ ზუსტად ასე ფიქრობს.

"იგივეს გიდასტურებთ, იგივე გუნდის წევრი ვარ", - აღნიშნა მან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია