ზურაბ აზარაშვილი - 2023 წელს დავიწყეთ 100-მდე სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც უწყვეტად გრძელდება

2023 წელს დავიწყეთ 100-ამდე სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც უწყვეტად გრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინერგება ტელემედიცინის სერვისები.

„ჩავატარეთ 1000-ზე მეტი სოფლის ამბულატორიის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი. 2023 წელს, დავიწყეთ 100-ამდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც ყოველწლიურად უწყვეტად გრძელდება. გრძელდება სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ ტელემედიცინის დანერგვა, რითაც უკვე 2500-ამდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე