ვახტანგ გომელაური ჟურნალისტს - მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა - ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება

მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს 6 თუ 8 თვის წინანდელ ამბავზე ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა და გადაამოწმა, - ასე პასუხობს შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვას დაკავებულ პატრულ-ინსპექტორთან დაკავშირებით.

გომელაურის განცხადებით, აღნიშნული პირი თანხის სანაცვლოდ ინფორმაციის გატანაზეა დაკავებული და არა იმის გამო, რომ მისი სიძე გადამოწმებისთვის გააჩერა.

"გამიხარდება, თუ ვინმე ამ ფაქტის მოკვლევას დაიწყებს. ჩემი სიძე ჩემზე დაახლოებით 5 წლით უფროსია. მანქანა სულ ჰყავს და შეიძლება ათას პოლიციელს ჰყავდეს გაჩერებული გადამოწმებისთვის.

ის, რომ ვიღაც, ვინც გააჩერა, მერე სამსახურიდან გაუშვეს, ეს ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს კი არა, დავაკავეთ და დეტალები იცით, რაზეც. ის, რომ მოუწყეს, რადგან თურმე 6 თუ 8 თვის წინ ჩემი სიძე გააჩერა... რაზეც დავაკავეთ, ეს იყო ინფორმაციის გატანა, თანხის სანაცვლოდ და მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს 6 თუ 8 თვის წინანდელ ამბავზე, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა და გადაამოწმა.

ალკოტესტს რაც შეეხება, კამერები აღარ იყო და თუ არ ვცდები, აღარ ჩაუტარეს და უთხრეს, რომ წაბრძანდითო. თუმცა, ადამიანი წლებია არ სვამს. შვილიშვილი ეჯდა, ბავშვები ეჯდა მანქანაში, მჯერა, რომ მთვრალი არ იქნებოდა. 8 თვის წინ ვიღაცამ, რომ გააჩერა ჩემი სიძე და 8 თვის მერე დაიჭირა გენინსპექციამ ინფორმაციის გატანაზე, მაშინ მე გკითხავთ, არ უნდა დაგვეჭირა? თუნდაც რომ ნასვამი ყოფილიყო, გაეჩერებინა და გაეშვა. არ უნდა დაგვეჭირა ეს კაცი?! თუ ეს გააკეთა და გაუშვა, ეს კიდევ მეორე დანაშაულია. რატომ უნდა გაუშვა. ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება. ასევე, დამუქებული შუშები არცერთ ჩემს ოჯახის წევრს არ აქვს", - განაცხადა გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება