ზურაბ აზარაშვილი - 2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს

2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, პროგრამა გათვლილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისა და სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, გადამზადების ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება შერჩეული მიმართულების ხანგრძლივობაზე. პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წლიდან იგეგმება.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანი, თითოეული ბენეფიციარისთვის, მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ უკანასკნელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამიტომ, 2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო კლინიკებთან. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 12 მილიონი ლარი იქნება და დაახლოებით, 150 მსურველი დაფინანსდება“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე