გაბრიელიუს ლანდსბერგისი - კიდევ ერთი ახალი ფრონტი გაიხსნა, ჩვენ ამას დიპლომატიურ ზეწოლას ვუწოდებთ, ჩინეთმა ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ცალმხრივად შეამცირა

ჩინეთმა ვილნიუსზე დიპლომატიური ზეწოლის განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ახალი ფრონტი გაიხსნა. ჩვენ ამას დიპლომატიურ ზეწოლას ვუწოდებთ. ლიეტუვა პეკინში ვერ იმუშავებს, რადგან ჩინეთმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ცალმხრივად შეამცირა, რამაც ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა და ყველა სახის დიპლომატიური ოპერაციები შეზღუდა“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს ჩინეთმა ეკონომიკური ზეწოლა შეამსუბუქა.

„თითქმის ორი წელი ვაჭრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და ეკონომიკური წნეხს განვიცდიდით, მაგრამ ახლა მდგომარეობა უკეთესია“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ვილნიუსში ჩინეთის საელჩომ 24 იანვრიდან ლიეტუვის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს