ზურაბ აზარაშვილი - 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000  ოჯახს გადაეცემა

გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. 2023 წელს დავიწყეთ დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ახალი საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მოეწყობა. მშენებლობის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, წელს უკვე დაგეგმილია თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე ასეული ბინის გადაცემა. პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე