თეა ახვლედიანი - კომიტეტების სხდომაზე აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებზე და განვითარებებზე, რომელსაც ვსახავთ სამომავლოდ

აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებზე და იმ განვითარებებზე, რომელსაც ვსახავთ სამომავლოდ, მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, მისასალმებელია ის ნდობა, რომელიც მინისტრობის ყველა კანდიდატმა წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მიიღო.

„პირველ რიგში აღსანიშნავია, გამომდინარე იქიდან, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ მინისტრის საათის ფორმატში ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან დეტალურად სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიში - ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი ორივე პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ჭრილში, შესაბამისად, დღევანდელი გაერთიანებული საკომიტეტო სხდომის ფარგლებში ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებზე და იმ განვითარებებზე, რომელსაც ჩვენ ვსახავთ სამომავლოდ, მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, რათა უფრო სრულვყოთ და განვავითაროთ პოლიტიკის ის ინსტრუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საქმიანობის შედეგად უფრო ხელშესახები შედეგების მიღწევას. ამ მხრივ, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ის ნდობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მინისტრობის ყველა კანდიდატმა, დღევანდელ სხდომაზე ჩვენს მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა