ანონსი 6 თებერვალი

6 თებერვალს, 10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტში, „გამარჯვების კოალიცია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებენ.

მის: პარლამენტი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქცია.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 434 308; ირაკლი გაბისონია - 555 602 634.

6 თებერვალს, 11:30 საათზე, „მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით - „მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში“ წარადგენს. პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში, ერნსტ-პეტერ ფიშერი.

მის: ლერმონტოვისქ. 10, IOTA Hotel, Copper Green დარბაზი

6 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

6 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯარიაშენსა და ქვეშში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

6 თებერვალს, 13:30 საათზე, ევროკავშირის წარმომადგელობაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ევია კონტის შეხვედრა გაიმართება.

თემა: საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა, მისი უფლებების დარღვევა, ასევე დეპოლარიზაციის გადაჭრის გზები.

საკონტაქტო: მანანა ანდღულაძე - 599 024 323

6 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი V სართული)

6 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სადღესასწაულო დარბაზში კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში ეწყობა, რომელის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

მის: თავისუფლების მოედანი #2

საკონტაქტო პირი მაია ტაკაშვილი 577 24 40 85

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს