ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი უკრაინას ეწვევა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევში მიემგზავრება, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

დღეს, ჯოზეფ ბორელმა ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სხვადასხვა საკითხები, მათ შორის უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი, განიხილა.

ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი მზადდება და იგი ბევრ ადამიანს, ინსტიტუტს და სხვადასხვა ქვეყნების იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში არიან ჩართულნი.

„წევრ ქვეყნებს შორის ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება არ არის, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ყოველთვიურად ჩნდება, რათა ისინი დაისაჯონ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და იმ ეკონომიკურ სქემებზეა პასუხისმგებელი, რომელიც რუსეთს თავისი ომის მანქანის გამოკვების საშუალებას აძლევს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე