თეონა აქუბარდია - თავის „პრინციპულ არჩევანთან“ დამარცხებული ირაკლი კობახიძე, მისი პრემიერობის დამტკიცების ამბავს ხელმოსაწერად გააგზავნის პრეზიდენტთან, ეს დამარცხების მეორე ფაზაა

თავის „პრინციპულ არჩევანთან“ დამარცხებული ირაკლი კობახიძე, მისი პრემიერობის დამტკიცების ამბავს ხელმოსაწერად გააგზავნის პრეზიდენტთან, ეს დამარცხების მეორე ფაზაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თეონა აქუბარდიას თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა სწორედ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ წამოიწყო, ამიტომ, როდესაც 6 თებერვალს, პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს, ვალდებულია მოხსენებისას ამ თემაზე რაიმე კომენტარი გააკეთოს.

„მან ხელი უნდა მოაწეროს ახალ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას, ეს კონსტიტუციითაა გაწერილი. შესაბამისად, ხელს მოაწერს თუ არ მოაწერს, ირაკლი კობახიძე დარჩება ირაკლი კობახიძედ, მაგრამ გარკვეულ წილად მას აქვს ამის ვალდებულება და კარგი იქნება, რომ რახან ის ხელს აწერს, რაღაც თქვას. მით უფრო, რომ ის კაცი ხდება პრემიერი, რომელმაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. მართალია დამარცხდა, მაგრამ ცივი ომის ფაზაში გადავიდა ეს ყველაფერი. ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროცესი იყო და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა როგორც საფრანგეთის კითხვაში პრემიერ ღარიბაშვილთან, ასევე, მთლიანად დასავლეთში. მიუხედავად ირაკლი კობახიძის დიუსელდორფის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხისა და იმ გაურკვეველი საკონსტიტუციო დავისა, დასავლეთმა ვერაფრით ვერ გაიგო, როგორ შეიძლება პრეზიდენტი გაასამართლო იმისათვის, რომ ის მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს მთავრობას კანდიდატის სტატუსის მიღებაში. აქ ნამდვილად გაუგებარია რა ხდებოდა. თავისივე პრინციპულ არჩევანთან დამარცხებული პრემიერ-მინისტრი გააგზავნის ხელმოსაწერად მისი პრემიერობის დამტკიცების ამბავს პრეზიდენტთან, ეს დამარცხების მეორე ფაზაა და შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის კომენტარი საინტერესო იქნებოდა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება