ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს საქმიანობის გამოსაძიებლად შექმნილ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლებს

ისრაელი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს საქმიანობის გამოსაძიებლად შექმნილ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლებს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„გილოცავთ გაერო-ს საგამოძიებო კომიტეტის შექმნას. ჩვენ ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ, რომელიც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ტერორიზმთან კავშირს და რეგიონულ სტაბილურობაზე მის მავნე ზემოქმედებას აჩვენებს. აუცილებელია, რომ ამ კომიტეტმა სიმართლე გამოავლინოს, რაც სააგენტოს თავმჯდომარის დაუყოვნებლივ გადადგომას გამოიწვევს“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კატრინ კოლონა უხელმძღვანელებს, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს გამოიძიებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება