ანდრო გოცირიძე ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებით სუს-ის განცხადებაზე - არ არის გამორიცხული, რომ დაგეგმილი იყოს რუსეთისგან

სულაც არ არის გამორიცხული, რომ უკრაინასთან საერთოდ არანაირ კავშირში არ იყოს და დაგეგმილი იყოს რუსეთისგან, რუსებს არ ჰყავთ უკრაინაში აგენტურა თუ რა?, - ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ანდრო გოცირიძის განცხადებით, არ იყო აუცილებელი სუს-ის მიერ საზოგადოებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომ ერთ-ერთი დაკავებული პირი უკრაინის სახელისუფლებო პარტიის წევრია.

„პოზიტიურია ის, რომ ფეთქებადი ნივთიერებების ამგვარი უკანონო ტრანზიტი გამოვლენილი და აღკვეთილ იქნა. სავარაუდოდ, ეს მოხდა სხვა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით. თურქეთის მხრიდან აღმოჩნდა საქართველოში და როგორც სუს-ის განცხადებაშია მითითებული, გამოიარა მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნები.

შესაძლებელია კონტროლირებადი იყო ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გამოვლენილიყო ძალიან ბევრი კავშირი და იქ დაეჭირათ, სადაც ყველაზე ადვილი იყო მისი დაკავება. ნარკობიზნესისა და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეს ჩვეული ტაქტიკაა.

თუმცა, განცხადებას ახლავს მეორე, პოლიტიკური მდგენელი, რაც სამწუხაროა და ზუსტად ასახავს საქართველო-უკრაინას შორის გამწვავებულ საერთაშორისო ურთიერთობებს, რაც ძალიან სავალალოა საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს, რუსეთის ფედერაციის სახით. ამ პირობებში განცხადებაში იმის ჩართვა, რომ ის პირი უკრაინის სახელისუფლებო პარტიის წევრია, თითქოს და გარკვეული შეიარაღება შესაძლოა საქართველოს მოქალაქეების ასაფეთქებლადაც ყოფილიყო გამოყენებული. ამას მე მგონია არაფერი აქვს საერთო იმ ფაქტის მიწოდების აუცილებლობასთან, რაც გამოავლინა სპეცსამსახურმა. ამის გარეშეც შეიძლებოდა“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს.

როგორც უწყების მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ასაფეთქებელი ნივთიერებები უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალის“ მეშვეობით იგეგმებოდა.

სუს-ის ცნობით, ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა მაღალი დონის სპეციალისტის მიერაა დამზადებული. უწყების ინფორმაციით, ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს გამოიწვევდა.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო