ბექა ოდიშარია სუს-ის განცხადებაზე - წარმოგიდგენიათ, რამხელა ამბავი მოხდებოდა?  - აქეთ რუსეთი პირდაპირი დარტყმით, იქით ტერორიზმთან დაკავშირებით იქნებოდა ჩვენდამი პრეტენზიები

წარმოგიდგენიათ, რამხელა ამბავი მოხდებოდა? აქეთ რუსეთი პირდაპირი დარტყმით, იქით ტერორიზმთან დაკავშირებით იქნებოდა ჩვენდამი პრეტენზიები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია გამოეხმაურა სუს-ის განცხადებას ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებით, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა.

„მინდა, გამოვეხმაურო სუს-ის განცხადებას. წარმოგიდგენიათ? ამას არ გააკეთებს „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაცია, არ მოიწადინებს საკუთარი ქვეყნისთვის რაიმე ამდაგვარის ჩადენას. დააკვირდით სქემას, რატომ შვიდი ქართველი? რატომ საქართველოს გავლით? რა, ვაჟკაცი ხალხი დაილია თავად უკრაინაში? ათიათასობით ადამიანი იბრძვის, დაიღუპა თავისი ქვეყნისთვის და გზაც მოინახებოდა - მაინცდამაინც საქართველო, რომ ხვრელი დაერქვას, მაინცდამაინც რაღაც ევნოს საქართველოს. წარმოიდგინეთ, აქ უკვე როგორი დარტყმის ქვეშ დგებოდა. რა თქმა უნდა, რომელი ჭკუათმყოფელი შვიდი ქართველი გაერეოდა და ჩაერეოდა, თუ არ აქვს პოლიტიკური და მავნებლური ინტერესი? პლუს, გამოითქვა არა ეჭვი, არამედ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოგვეწოდა ამბავი, რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ანდრეი შარაშიძე, რომელიც არის ოდესელი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი. კავშირებს ვერ ხედავთ? ოდესიდან თუ გამოვიდა გემით, წასულიყო პირდაპირ შემოვლითი გზით და მისულიყო სადმე ისეთ ადგილას, სადაც მიაწოდებდა. არა, ეს უნდა მომხდარიყო საქართველოში. წარმოგიდგენიათ, რამხელა ამბავი მოხდებოდა? აქეთ რუსეთი პირდაპირი დარტყმით, იქით ტერორიზმთან დაკავშირებით იქნებოდა ჩვენდამი პრეტენზიები. მინდა, შეგახსენოთ, მაგალითად, ახმეტაში რომ გადმოვიდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან მებრძოლები, რუსეთმა დაბომბა არამხოლოდ ჩეჩნეთის მხარე, დაბომბა საქართველოს მხარე და თუ არ ვცდები, 20 ადამიანამდე შეეწირა ამას, უზარმაზარი მსხვერპლი იყო. რა იქნებოდა ახლა, ამ გაგანია ომის დროს, როდესაც ასეთი ამბავი მოხდებოდა და რუსეთი გაიგებდა, რომ ჩვენგან შედის 14 კილოგრამი ტროტილზე უფრო მძიმე ასაფეთქებელი საშუალება?“ - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში