ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე  - ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის, აღნიშნული პროექტი დააფინანსოს, თუმცა ამ ეტაპზე, საჭიროება არ არის

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი და ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სამინისტროს ასიგნებებიდან ანაზღაურდება.

როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის, აღნიშნული პროექტი დააფინანსოს, თუმცა, აზარაშვილის თქმით, ჯერჯერობით, ამის საჭიროება არ არის.

„არა მხოლოდ დემონტაჟი, ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება ჩვენი სამინისტროს ასიგნებებიდან. ყოველწლიური დაფინანსების ნაწილში, რასაც აღჭურვა-დაფინანსების ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ, ვფიქრობთ, რომ ამას ჩვენივე ასიგნებებით შევძლებთ, თუმცა, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის, აღნიშნული პროექტი დააფინანსოს. თუმცა, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის“,-განაცხადა აზარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე