Mastercard ფინანსური განათლებისთვის

Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

2024 წლის თებერვალში, Mastercard-ის ფინანსური განათლების ამაღლების პროგრამა დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. Mastercard იზიარებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინკლუზიურობასა და კეთილდღეობას საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის და ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და მათთვის ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი პირველ ეტაპზე ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში ხორციელდება, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: „ფინანსური წიგნიერება არსებითი ინსტრუმენტია ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თუმცა ეს რეგიონები აწყდებიან სპეციფიკურ გამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაბრკოლებების გადალახვას მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო მოდულებს, ინტერაქტიურ სემინარებს და სტრატეგიულ პარტნიორობას ადგილობრივ ორგანიზაციებთან“.

პროექტის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად, Mastercard თანამშრომლობს ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, ბიზნეს და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოში, როგორებიც არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ქალები მომავლისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოება და ბანკები, საგანმანათლებლო პლატფორმა “ორჯერ ორი” და მედიის ძირითადი წარმომადგენლები, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.

ერთწლიანი პროგრამის მიზანია:

  • ფინანსური წიგნიერების ამაღლება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში. ფინანსური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
  • MSME-ების გაძლიერება და სამიზნე რეგიონებში ეფექტური ფინანსური მართვისა და ზრდისთვის საჭირო ცოდნისა თუ უნარების უზრუნველყოფა;
  • კულტურულად მგრძნობიარე ფინანსური განათლების მოდულების შემუშავება უმცირესობების თემების უნიკალური საჭიროებებისა და გამოწვევების გადასაჭრელად;
  • ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი რეგიონების სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ქალების გაძლიერება ეკონომიკური ინკლუზიურობის ხელშეწყობით;
  • მონაწილეებს შორის სამეწარმეო აზროვნების ხელშეწყობა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიების წახალისება;
  • აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;
  • ფინანსურ რესურსებზე, საბანკო მომსახურებაზე და ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ადგილობრივ ბიზნესებს შორის ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ფინანსური განათლების პროგრამა, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე, შექმნის მრავალ საგანმანათლებლო თუ პრაქტიკულ პროდუქტს. მათ შორის საგანმანათლებლო მოდულებს, საჯარო ლექციებს, ინტერაქტიურ სემინარებს, ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებს და სოციალური მედიის კონტენტს.

ძირითადი აქტივობები მოიცავს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საბაზისო ფინანსური განათლების მოდულის დანერგვას, ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ფინანსური წიგნიერების დეპარტამენტის შექმნას, ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ძირითადი ბიზნესის მენეჯმენტის უნარების გაძლიერებას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო