Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
2024 წლის თებერვალში, Mastercard-ის ფინანსური განათლების ამაღლების პროგრამა დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. Mastercard იზიარებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინკლუზიურობასა და კეთილდღეობას საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის და ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და მათთვის ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი პირველ ეტაპზე ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში ხორციელდება, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: „ფინანსური წიგნიერება არსებითი ინსტრუმენტია ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თუმცა ეს რეგიონები აწყდებიან სპეციფიკურ გამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაბრკოლებების გადალახვას მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო მოდულებს, ინტერაქტიურ სემინარებს და სტრატეგიულ პარტნიორობას ადგილობრივ ორგანიზაციებთან“.
პროექტის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად, Mastercard თანამშრომლობს ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, ბიზნეს და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოში, როგორებიც არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ქალები მომავლისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოება და ბანკები, საგანმანათლებლო პლატფორმა “ორჯერ ორი” და მედიის ძირითადი წარმომადგენლები, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.
ერთწლიანი პროგრამის მიზანია:
ფინანსური განათლების პროგრამა, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე, შექმნის მრავალ საგანმანათლებლო თუ პრაქტიკულ პროდუქტს. მათ შორის საგანმანათლებლო მოდულებს, საჯარო ლექციებს, ინტერაქტიურ სემინარებს, ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებს და სოციალური მედიის კონტენტს.
ძირითადი აქტივობები მოიცავს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საბაზისო ფინანსური განათლების მოდულის დანერგვას, ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ფინანსური წიგნიერების დეპარტამენტის შექმნას, ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ძირითადი ბიზნესის მენეჯმენტის უნარების გაძლიერებას.