შსს - გასულ წელს ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით გაიზარდა - 2023 წელს უწყებამ ნარკოტიკული დანაშაულის 6594 ფაქტი გამოავლინა, გახსნა - 6172

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით გაიზარდა - 2023 წელს უწყებამ ნარკოტიკული დანაშაულის 6594 ფაქტი გამოავლინა, გახსნა - 6172; 2022 წელს კი გამოავლინა 5471 და გახსნა 5170.

მათ შორის, უწყებამ 2023 წელს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების 3654 ფაქტი დაარეგისტრირა, 2022 წელს კი 2723.

გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს შსს-მ გამოავლინა ნარკოდანაშაულის 133 ისეთი ფაქტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობდა. მათ შორის უწყებამ 106 შემთხვევა გახსნა. ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 77 შემთხვევა გამოვლინდა 2022 წელს, მათგან გაიხსნა 59.

2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 54 177 დანაშაულის ფაქტი დაარეგისტრირა, მათგან გახსნილია 64.87%, 35147 შემთხვევა. 2022 წელს უწყებამ გამოავლინა 54435 დანაშაული და გახსნა 62.1%, 33805 ფაქტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე