ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს აღნიშნავს

ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს, წინასწარმეტყველ მუჰამედის ღამით იერუსალიმში მოგზაურობას და ცად ამაღლებას აღნიშნავს, როდესაც მუჰამედი შუამავლების გარეშე ესაუბრა ღმერთს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული მუსლიმთათვის, სხვა ვალდებულებებთან ერთად, დღეში ხუთჯერ ლოცვის დაწესება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მირაჯის ღამეს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს