მიხეილ სარჯველაძე - იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ბოლო ხანებში მკვეთრად ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერა აირჩია, მისი ანგარიშის წარმოდგენის ფორმატი, ალბათ, გაჯერებული იქნება ოპოზიციის მხარდაჭერით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ანგარიში ოპოზიციის მხარდაჭერით იქნება გაჯერებული.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან იმ განცხადებებს გააკეთებს, რაც ოპოზიციისთვისაა მნიშვნელოვანი.

„წინასწარ განწყობა, რაც მაქვს, ალბათ, არაა ორიგინალური, რადგან ალბათ, ოპოზიციაშიც და სახელისუფლებო პარტიაში, საზოგადოებაშიც ასეთი განწყობაა - იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ბოლო ხანებში მკვეთრად ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერა აირჩია, უფრო მეტად, ამ ანგარიშის წარმოდგენის ფორმატი, ალბათ, უფრო მეტად გაჯერებული იქნება ოპოზიციის მხარდაჭერით, იმ განცხადებების კეთებით, რომელიც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია. გამიხარდება, თუ ვცდები და რეალურად ეს იქნება ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ და რომელიც არის განსაკუთრებული ინტერესის სფერო ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის წინსვლით”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო