ჰაიტიში პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჰაიტიში პრემიერ-მინისტრ არიელ ჰენრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. Reuters-ის ინფორმაციით, აქციის ფარგლები დედაქალაქ პორტ-ო-პრენსს გასცდა და არეულობამ რამდენიმე რეგიონი მოიცვა. აქტივისტებმა დედაქალაქში ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს და სამთავრობო შენობებზე თავდასხმა სცადეს.

პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე შეკრებილი ადამიანები პრემიერ-მინისტრ არიელ ჰენრის ბრალს ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებთან გარიგებაში სდებენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს