მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - ევროკავშირის ელჩის მოწოდება უპირველესად მიემართება მათ, ვინც ბოიკოტის გზა აირჩია - როგორ ჩანს, კვლავაც რადიკალები იქნებიან

ევროკავშირის ელჩის მოწოდება უპირველესად მიემართება მათ, ვინც ბოიკოტის გზა აირჩია და გააკეთა განცხადება, რომ ისინი მუშაობაში ჩაერთვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელისუფლებაში იქნებიან - კვლავაც, როგორ ჩანს, რადიკალები იქნებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც პოლიტიკურ პარტიებს ევრო რეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ რაც შეიძლება მეტად აქტიურად წარმოადგინონ საკუთარი შეხედულებები საკითხების ირგვლივ.

„მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება და მოწოდება მის მიემართება. უპირველესად მიემართება მათ, ვინც ბოიკოტის გზა აირჩია და გააკეთა განცხადება, რომ ისინი მუშაობაში ჩაერთვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელისუფლებაში იქნებიან. ეს დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ თუ ხელისუფლებაში არ იქნებიან, ეს მუშაობა არ უნდა წარიმართოს და ქვეყანა წინ არ უნდა იწევდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამიტომ ჰერჩინსკის მოწოდების ადრესატი, ვფიქრობ, უპირველესად ოპოზიციაა, რომელმაც არცთუ კონსტრუქციული დამოკიდებულება აჩვენა ამ მუშაობის დასაწყისშივე. მგონია, ფართოდ გაღებული კარები იყო, როდესაც კონსულტაციის პირველი რაუნდი ჩატარდა. მთავარი, რაც გამოვიდა ამ შეხვედრიდან, ის იყო, რომ ხელისუფლებამ ფართოდ შესთავაზა მთელ ოპოზიციას, რომ რაც შეიძლება მეტად აქტიურად წარმოადგინონ საკუთარი შეხედულებები საკითხების ირგვლივ”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ელჩის მოწოდებას გაითვალისწინებს და მუშაობაში კონსტრუქციულად ჩაერთვება.

„კანდიდატის მონიჭების შემდეგ ოპოზიციისადმი გაკეთდა მიმართვა და არის თხოვნა, რომ ჩართულები იყვნენ. სამწუხაროდ, იმხანად ეს ოპოზიციამ არ გაიგო და ამიტომ გახდა საჭირო ელჩის მხრიდან შეხსენება საჭირო. არ მგონია, პირველი მოწოდების შემდეგ მეორე მოწოდებამ დრამატულად შეცვალოს სურათი. კვლავაც, როგორ ჩანს, იქნებიან რადიკალები”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, ძალიან სერიოზულად შეხედონ რეფორმებს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე