სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის ახალ პროექტს „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ახალ პროექტს იწყებს „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“.

საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოხდება კომპანიის სრული ციფრული დიაგნოსტიკა, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პროცესში თანამედროვე პრაქტიკების დანერგვა.

„პროექტი შესაძლოა მოიცავდეს კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგის (სოციალური მედია), ხელოვნური ინტელექტისა და მისი ავტომატიზაციის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, პროგრამული უზრუნველყოფის (HR ადმინისტრირების, ბუღალტერიის (გადახდები), მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის, ელექტრონული კომერციის, ონლაინ გადახდების მიმართულებებს და სხვა. პროექტი ასევე ითვალისწინებს დარგის წამყვანი სპეციალისტების და ექსპერტების მასტერკლასებს, ინდივიდუალურ მენტორებს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს მოქმედი ბიზნესი საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა).

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი: https://forms.gle/xm6sHSzSmhp6dipy5

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 25 თებერვალი.

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://rb.gy/nl3zj9 ", -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე