ბექა ლილუაშვილი - მგონია, „ოცნებამ“ მოშესთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დაუნიშნა მრჩევლად - მოქალაქეების ნდობის მოპოვების ნაცვლად, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები

მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოშესთან, ცნობილ პიარ-ტექნოლოგთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” დაუნიშნა მრჩევლად, რადგან ერთი და იმავე „მესიჯბოქსით” საუბრობენ - ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვონ, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი პოლიტიკოსებს, ვინც მისი პარტიის მომავალს „წინასწარმეტყველებენ”, ურჩევს, რომ საკუთარ საქმეს მიხედონ.

კოლექტიური „ნაცების” და კოლექტიური „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ შეთანხმებული „მესიჯბოქსით” საუბარი ხდება გახარიაზე, ჩვენს პარტიაზე. მინდა მივმართო იმ ხალხს, პოლიტიკოსებს, რომლებმაც პოლიტიკის კეთების ნაცვლად, როგორც ჩანს, ექსპერტობა მოინდომეს. ჭკვიანი სახეებით რომ გამოდიან და ჩვენი პარტიის პოლიტიკურ მომავალს „წინასწარმეტყველებენ”, თქვენს საქმეს მიხედეთ, მეგობრებო, საარჩევნო წელია! ჯერ არაერთხელ ჩაგდებული პოლიტიკური მოლაპარაკების ფონზე, თქვენი საარჩევნო სუბიექტები შექმენით. გამოდით დებატებში, რომ მოსახლეობას თქვენი ხედვები აჩვენოთ. დაანებეთ პოლიტიკურ ექსპერტობას თავი, თორემ არც პოლიტიკური ექსპერტობა გამოგდით და არც პოლიტიკოსობა, როგორც ჩანს. ჯერ იყო სააკაშვილს გვაწებებდნენ, შემდეგ კეზერაშვილს, შემდეგ ვაშაძე-ხაბეიშვილს, ახლა ნიკა მელია და მერე გვარამიას. თქვენს საქმეს მიხედეთ. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვონ, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები, პარაზიტობენ, მავნებლობენ. ამიტომ ვითხოვთ ბარიერის გაზრდას, რომ ამ ხალხს საქმის კეთებისკენ ვუბიძგოთ”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება