ბექა ლილუაშვილი - მგონია, „ოცნებამ“ მოშესთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დაუნიშნა მრჩევლად - მოქალაქეების ნდობის მოპოვების ნაცვლად, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები

მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოშესთან, ცნობილ პიარ-ტექნოლოგთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” დაუნიშნა მრჩევლად, რადგან ერთი და იმავე „მესიჯბოქსით” საუბრობენ - ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვონ, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი პოლიტიკოსებს, ვინც მისი პარტიის მომავალს „წინასწარმეტყველებენ”, ურჩევს, რომ საკუთარ საქმეს მიხედონ.

„კოლექტიური „ნაცების” და კოლექტიური „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ შეთანხმებული „მესიჯბოქსით” საუბარი ხდება გახარიაზე, ჩვენს პარტიაზე. მინდა მივმართო იმ ხალხს, პოლიტიკოსებს, რომლებმაც პოლიტიკის კეთების ნაცვლად, როგორც ჩანს, ექსპერტობა მოინდომეს. ჭკვიანი სახეებით რომ გამოდიან და ჩვენი პარტიის პოლიტიკურ მომავალს „წინასწარმეტყველებენ”, თქვენს საქმეს მიხედეთ, მეგობრებო, საარჩევნო წელია! ჯერ არაერთხელ ჩაგდებული პოლიტიკური მოლაპარაკების ფონზე, თქვენი საარჩევნო სუბიექტები შექმენით. გამოდით დებატებში, რომ მოსახლეობას თქვენი ხედვები აჩვენოთ. დაანებეთ პოლიტიკურ ექსპერტობას თავი, თორემ არც პოლიტიკური ექსპერტობა გამოგდით და არც პოლიტიკოსობა, როგორც ჩანს. ჯერ იყო სააკაშვილს გვაწებებდნენ, შემდეგ კეზერაშვილს, შემდეგ ვაშაძე-ხაბეიშვილს, ახლა ნიკა მელია და მერე გვარამიას. თქვენს საქმეს მიხედეთ. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვონ, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები, პარაზიტობენ, მავნებლობენ. ამიტომ ვითხოვთ ბარიერის გაზრდას, რომ ამ ხალხს საქმის კეთებისკენ ვუბიძგოთ”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე