გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ცხრა სახელმწიფო მიანმარის ხუნტას მოუწოდებს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები შეწყვიტოს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 9 წევრმა, ეკვადორმა, საფრანგეთმა, იაპონიამ, მალტამ, სამხრეთ კორეამ, სლოვენიამ, შვეიცარიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა მიანმარის ხუნტას მოუწოდეს, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს. ამის შესახებ განცხადება გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა გაავრცელა.

საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიანმარში სამხედრო კონტროლის დამყარებიდან სამი წლის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება 18 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება და 2,6 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება.

უშიშროების საბჭოს ცხრა წევრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გეგმა, რომელიც საბჭომ 2021 წლის აპრილში მიიღო და მიანმარში ძალადობის დასრულებას მოითხოვს, არ სრულდება. საბჭოს წევრები კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და მიანმარის მოსახლეობის დემოკრატიულ ნებასა და ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ მიანმარში 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამხედროებმა აუნ სან სუ ჩის მთავრობა ჩამოაგდეს და ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დაამყარეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება