პრეზიდენტი - დროა, წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა - ეს არის ჩვენი ევროპული გზა და მაშასადამე, ეროვნული გზა!

უნიკალური შანსი გვეძლევა, არამხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებითვე, „მხოლოდ ასეთი გარდაქმნა შეძლებს ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერებას, დიასპორის დაბრუნებას და ახალი ენერგიის გაჩენას“.

„2024 წლის ამოცანა ნათელია! ჩვენი მომავალი ჩვენ ხელშია, რაც ჩვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, რამეთუ მართლაც უნიკალური შანსი გვეძლევა, არამხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ, ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

მხოლოდ ასეთი გარდაქმნა შეძლებს ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერებას, დიასპორის დაბრუნებას და ახალი ენერგიის გაჩენას, ანუ ჩვენ, ჩვენივე ძალებით - და არა სხვაზე დამოკიდებულებით - შევქმნით ჩვენსავე დოვლათს.

დღეს, დროა, წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა. ეს არის ჩვენი ევროპული გზა და მაშასადამე, ეროვნული გზა!

რასაც ევროპა გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება