სერგო ჩიხლაძე - გომელაური საკუთარ თანამშრომლებზე აგდებით საუბრობს: „აი, რა მოხდა ახლა 2 000 კაცი წავიდა, ზოგი კატარღით, ზოგი იმით“ - ადამიანები, რომლებიც პოლიციის სტრუქტურებიდან გაიქცნენ და საზღვარგარეთ ჩაბარდნენ, კერძო სექტორში წავიდნენ?!

განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, ეს მორიგი მოხსენება იქნება - ალბათ, აქცენტები ევროინტეგრაციის პროცესზე იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, მათი პარტიის წევრები ტრიბუნას საქართველოს მოქალაქეებთან სასაუბროდ და კითხვების დასასმელად გამოიყენებენ.

„განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, ეს მორიგი მოხსენება იქნება. ალბათ, აქცენტები ევროინტეგრაციის პროცესზე იქნება და მოლოდინი არის, რომ პრეზიდენტი გულწრფელად ამ საკითხებზე ისაუბრებს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის აქტიურობა განსაკუთრებით ივანიშვილის კურსიდან კიდევ ერთხელ გამოსვლის შემდეგ ფაქტობრივად ნულზეა დასული. ასე რომ. გვაინტერესებს მისი შეფასებები, როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ასევე ევროინტეგრაციის პროცესებზე. არ მგონია, მან ივანიშვილის ფაქტორზე გაამახვილოს ყურადღება, მან მხოლოდ ის ერთადერთხელ ახსენა. რაღაც ექსტრაორიდანალურს არც ერთი მხრიდან, ვგულისხმობ „ქართულ ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას და არც პრეზიდენტის მხრიდან არ ველით. ჩვენ ამ ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს მოქალაქეებთან სასაუბროდ და კითხვების დასასმელად, მათ შორის მთავრობის მისამართით. მაგალითად: რატომ არაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკის წინ წაწევისთვის? რატომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო ინვესტიციების შემოსატანად?“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, ჩიხლაძე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას შსს-დან პოლიციელთა გადინების შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ადამიანები, რომლებიც პოლიციის სტრუქტურებიდან გაიქცნენ და საზღვარგარეთ ჩაბარდნენ, ესენი რა კერძო სექტორში წავიდნენ?!“

„ადამიანებს სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ უნდა ჰქონდეთ ნდობა და ისინი ზრუნვას თავიანთი თანამოქალაქეების მიმართ უნდა ასხივებდნენ. ზრუნვა კი არა, არა თუ მოქალაქეების მიმართ, გომელაური საკუთარ თანამშრომლებზე როგორ საუბრობს. „აი, რა მოხდა ახლა 2 000 კაცი წავიდა, ზოგი კატარღით, ზოგი იმით“. აგდებულად საუბრობს, მაგრამ ეს ხომ ფაქტებია და ტელევიზიით ნანახი გვაქვს.

გომელაურის შემთხვევაში საქმე დემაგოგიასთან გვაქვს. იმიტომ, რომ საუბარია, ეს ხალხი ქვეყნიდან რატომ გარბის? მათ შორის, არალეგალებად რატომ ბარდებიან. ამაზეა საუბარი. კადრები, რომელიც ნანახი გვაქვს ადამიანების, რომლებიც პოლიციის სტრუქტურებიდან გაიქცნენ და საზღვარგარეთ ჩაბარდნენ, ესენი რა კერძო სექტორში წავიდნენ?! ანუ საქართველოს რომელიმე კერძო სექტორში გადავიდნენ? ამიტომ ეს არის ტყუილი. ციფრებით რომ ვისაუბროთ და არა ემოციებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი, კერძოდ, 2016, 2017 წლებში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, არა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მილიონზე მეტი იყო. დღეს ეს ციფრიც კი შემცირებულია, ანუ კერძო სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელი კი არის შემცირებული დაახლოებით 947 000-მდე“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ