ირაკლი კობახიძე - ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ - საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს

ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ - საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ამოცანაა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს“.

„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვს შექმნილი საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლო ჯამში, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს პარლამენტში. ჩვენი სურვილია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო კვლევების მიხედვით 60%-თან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე