ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ერთხელ ვერ ვათქმევინეთ საქართველო კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხს დაუპირისპირდა.

„9 პუნქტის შესრულებისთვის ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ინტერესებს, საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს. ის პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. გახსოვთ, მისი განცხადებები, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს საქართველო კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით“,- აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება