გიორგი ვაშაძე - დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე - როცა ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ერთიანობის პირობებში პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს ციხეში

ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ - დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ერთიანობის პლატფორმის შექმნის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “გამარჯვების კოალიცია” კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზადაა.

“ჩვენი “გამარჯვების კოალიცია” - “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობა”, მზად ვართ ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამოცანაა იმდენად დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ. უნდა წავიდეთ იმ გზით, რასაც საზოგადოება გვთავაზობს. აქამდეც, არცერთ თავდასხმას არ ვპასუხობთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან ახლა საზოგადოებას უნდა, ოპოზიციურ ფლანგზე იპოვოს ის გამაერთიანებელი შინაარსი, რომელიც სიღარიბეს დაამარცხებს, სამუშაო ადგილებს შექმნის და დაჩქარებული წესით შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.

ამიტომ ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ამასთან, დიდი ერთობისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ერთიანობის პირობებში პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს ციხეში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.

ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
საქართველოს უნივერსიტეტმა 100 000-ლარიანი ფონდის გამარჯვებული პირველკურსელები გამოავლინა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპაკონცერტი წინანდალში
საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდები ევროპროდუქტში