რუსეთში ალექსეი არესტოვიჩსა და ბორის აკუნინს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ რუს მწერალს, ბორის აკუნინსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად ორ-ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, აკუნინს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია გრიგორი ჩხარტიშვილი, ბრალი ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებასა და ტერორიზმის პროპაგანდაში ედება.

სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის ვადის ათვლა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში - სამართალდამცავ ორგანოებში გადაყვანის მომენტიდან მოხდება.

რაც შეეხება ალექსეი არესტოვიჩს, მას ბრალი ტერორიზმის საჯაროდ გამართლებასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ედება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე