ფრიდონ ინჯია პრეზიდენტს - ყველაზე ცუდი ჩემთვის იცით რა არის? - უმადურობა, ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? - გადადექით!

ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? - უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? - გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, - ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის კომპეტენციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შედის.

„ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენ საუბარში გაიჟღერა, რომ კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ. თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ თქვენ „ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა?- მიმართა ფრიდონ ინჯიამ პრეზიდენტს.

ამასთან, ინჯიას განცხადებით, მას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის „ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია“.

„თქვენი ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება მიმაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივია, ანტიქართული. თქვენი წინადადებები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ყველაფერი მიმართულია იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების პლაცდარმი გახდეს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. უკრაინის მაგალითი თქვენთვის მაგალითი არ არის, სადაც ასიათასობით ადამიანია დახოცილი, ქვეყანა დანგრეულია და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პოზიციაზე რომ მდგარიყო ეს ხელისუფლება, რა დღეში იქნებოდა, რა სახე ექნებოდა საქართველოს დღეს?“- განაცხადა ინჯიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება