იაგო ხვიჩია - პრეზიდენტი სწორად შეეხო, რომ სასამართლოში პრობლემა არის, სწორად მოგვიწოდა დეპუტატებს, რომ იცით, ამ ნაწილში რაღაც უნდა გავაკეთოთ

პრეზიდენტი სწორად შეეხო, რომ სასამართლოში პრობლემაა - სწორად მოგვიწოდა დეპუტატებს, რომ იცით, ამ ნაწილში რაღაც უნდა გავაკეთოთ - მთავარი კითხვა მანდ მაქვს, ის საყვედურები, რომელიც მივიღეთ, დეპუტატებმა, პარლამენტის წევრებმა, ხომ არ ეკუთვნის პრეზიდენტის ინსტიტუციასაც?! - ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ყველაზე მადლიანი საქმე, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს არის შეწყალება, „დარჩენილ ვადაში თუნდაც რამდენიმე ათეულ, ან ასეულ ადამიანს შეეცვალოს ცხოვრება“.

„ძირითადად აქცენტები იყო სასამართლოზე, დასავლეთზე და იმაზე, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ან შევამციროთ ეს პოლარიზაცია, ვეთანხმები პრეზიდენტს და სწორია. სწორია ისიც, რომ სასამართლოში პრობლემა გვაქვს, გვყავს ის მოსამართლეები, რომლებიც სანქცირებულები არიან დასავლეთის მიერ.

ციხეში ათი ათასი პატიმარი გვყავს და კაცმა არ იცის, თითოეული მათგანი რამდენად კანონიერად იხდის სასჯელს. ჩვენი მოსამართლეები აქეთ არიან სანქცირებულები, მათ მიმართ აქეთ არის გამოყენებული ისეთი სანქცია, რომელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიულად გამოყენებული. გამოდის, რომ ჩვენ კრიმინალსაც კრიმინალების მეშვეობით ვასამართლებთ. ამის შემდეგ რომ დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ ვებრძვით ე.წ. შავ სამყაროს, პარალელურად მოსამართლეები გვყავს, რომლებიც სანქცირებულები არიან, საქმის გარჩევა სანქცირებული მოსამართლეების მიერ "მოსულა", მაგრამ ზოგადად, სხვა ადამიანები აქამდეც კი ვერ მივლენ, მანამდე ვიჭერთ, მტყუან-მართლის გარჩევის კონტექსტში.

პრეზიდენტი სწორად შეეხო, რომ სასამართლოში პრობლემა არის, სწორად მოგვიწოდა დეპუტატებს, რომ იცით, ამ ნაწილში რაღაც უნდა გავაკეთოთ. მე ვიტყოდი, რომ ოპოზიციასაც ძალიან სწორად მოუწოდა რაღაც ნაწილში, მაგრამ მთავარი კითხვა მანდ მაქვს, ის საყვედურები, რომელიც მივიღეთ, დეპუტატებმა, პარლამენტის წევრებმა, ხომ არ ეკუთვნით პრეზიდენტის ინსტიტუციასაც? - საქართველოს პრეზიდენტის რეალური უფლებამოსილება არის შეწყალებები. თუ სასამართლოში ასეთი ტიპის პრობლემებს ხედავ, რაც არსებობს და კამათი შეუძლებელია, მგონია, რომ დეპუტატებიც სხვანაირად მოვიქცეთ, ვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ სასამართლოში დაშვებული შეცდომები, როგორც 2012 წელს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ეს დიდი ამნისტიის გზით. მგონია, რომ ვისაც ეს ესმის ყველა ის ადამიანი, თუ ის მმართველ პარტიაში არ არის, ვალდებულია რაღაც გააკეთოს გამოსასწორებლად. მმართველ პარტიას მის მიერ დაჭერილი, უსამართლოდ დაჭერილი ხალხის გამოშვება ყველაზე მეტად უჭირს.

მე არ ვარ უფლებამოსილი ადამიანების შეწყალებაზე. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ უფლებამოსილი ადამიანების შეწყალებაზე. ჩემი წარმოდგენით, ყველაზე მადლიანი საქმე, რაც შეიძლება გაკეთდეს დარჩენილ ვადაში, არის ის, რომ თუნდაც რამდენიმე ათეულ, ან ასეულ ადამიანს შეეცვალოს ცხოვრება“,- აღნიშნა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, „გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული.

„ჰალსტუხი არ მიკეთია, მაგრამ იმედია მე მაინც შევესაბამები ეტიკეტს რაღაცნაირად. არ ვიცი, მგონი ეტიკეტზე ვერ „გავუხურებთ“ ერთმანეთ ბევრს, ჩვენ სათანადო რაოდენობით არ ვართ დარბაზში, რომ მაინცდამაინც ეტიკეტზე მივაწვეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული.

„თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა მოჰყვა ალეკო ელისაშვილის კრიტიკას, რომელიც მმართველი პარტიისკენ იყო მიმართული, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შემოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

იაგო ხვიჩია - პრეზიდენტი სწორად შეეხო, რომ სასამართლოში პრობლემა არის, სწორად მოგვიწოდა დეპუტატებს, რომ იცით, ამ ნაწილში რაღაც უნდა გავაკეთოთ

პრეზიდენტი სწორად შეეხო, რომ სასამართლოში პრობლემაა - სწორად მოგვიწოდა დეპუტატებს, რომ იცით, ამ ნაწილში რაღაც უნდა გავაკეთოთ - მთავარი კითხვა მანდ მაქვს, ის საყვედურები, რომელიც მივიღეთ, დეპუტატებმა, პარლამენტის წევრებმა, ხომ არ ეკუთვნის პრეზიდენტის ინსტიტუციასაც?! - ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ყველაზე მადლიანი საქმე, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს არის შეწყალება, „დარჩენილ ვადაში თუნდაც რამდენიმე ათეულ, ან ასეულ ადამიანს შეეცვალოს ცხოვრება“.

„ძირითადად აქცენტები იყო სასამართლოზე, დასავლეთზე და იმაზე, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ან შევამციროთ ეს პოლარიზაცია, ვეთანხმები პრეზიდენტს და სწორია. სწორია ისიც, რომ სასამართლოში პრობლემა გვაქვს, გვყავს ის მოსამართლეები, რომლებიც სანქცირებულები არიან დასავლეთის მიერ.

ციხეში ათი ათასი პატიმარი გვყავს და კაცმა არ იცის, თითოეული მათგანი რამდენად კანონიერად იხდის სასჯელს. ჩვენი მოსამართლეები აქეთ არიან სანქცირებულები, მათ მიმართ აქეთ არის გამოყენებული ისეთი სანქცია, რომელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიულად გამოყენებული. გამოდის, რომ ჩვენ კრიმინალსაც კრიმინალების მეშვეობით ვასამართლებთ. ამის შემდეგ რომ დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ ვებრძვით ე.წ. შავ სამყაროს, პარალელურად მოსამართლეები გვყავს, რომლებიც სანქცირებულები არიან, საქმის გარჩევა სანქცირებული მოსამართლეების მიერ "მოსულა", მაგრამ ზოგადად, სხვა ადამიანები აქამდეც კი ვერ მივლენ, მანამდე ვიჭერთ, მტყუან-მართლის გარჩევის კონტექსტში.

პრეზიდენტი სწორად შეეხო, რომ სასამართლოში პრობლემა არის, სწორად მოგვიწოდა დეპუტატებს, რომ იცით, ამ ნაწილში რაღაც უნდა გავაკეთოთ. მე ვიტყოდი, რომ ოპოზიციასაც ძალიან სწორად მოუწოდა რაღაც ნაწილში, მაგრამ მთავარი კითხვა მანდ მაქვს, ის საყვედურები, რომელიც მივიღეთ, დეპუტატებმა, პარლამენტის წევრებმა, ხომ არ ეკუთვნით პრეზიდენტის ინსტიტუციასაც? - საქართველოს პრეზიდენტის რეალური უფლებამოსილება არის შეწყალებები. თუ სასამართლოში ასეთი ტიპის პრობლემებს ხედავ, რაც არსებობს და კამათი შეუძლებელია, მგონია, რომ დეპუტატებიც სხვანაირად მოვიქცეთ, ვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ სასამართლოში დაშვებული შეცდომები, როგორც 2012 წელს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ეს დიდი ამნისტიის გზით. მგონია, რომ ვისაც ეს ესმის ყველა ის ადამიანი, თუ ის მმართველ პარტიაში არ არის, ვალდებულია რაღაც გააკეთოს გამოსასწორებლად. მმართველ პარტიას მის მიერ დაჭერილი, უსამართლოდ დაჭერილი ხალხის გამოშვება ყველაზე მეტად უჭირს.

მე არ ვარ უფლებამოსილი ადამიანების შეწყალებაზე. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ უფლებამოსილი ადამიანების შეწყალებაზე. ჩემი წარმოდგენით, ყველაზე მადლიანი საქმე, რაც შეიძლება გაკეთდეს დარჩენილ ვადაში, არის ის, რომ თუნდაც რამდენიმე ათეულ, ან ასეულ ადამიანს შეეცვალოს ცხოვრება“,- აღნიშნა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, „გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული.

„ჰალსტუხი არ მიკეთია, მაგრამ იმედია მე მაინც შევესაბამები ეტიკეტს რაღაცნაირად. არ ვიცი, მგონი ეტიკეტზე ვერ „გავუხურებთ“ ერთმანეთ ბევრს, ჩვენ სათანადო რაოდენობით არ ვართ დარბაზში, რომ მაინცდამაინც ეტიკეტზე მივაწვეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული.

„თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა მოჰყვა ალეკო ელისაშვილის კრიტიკას, რომელიც მმართველი პარტიისკენ იყო მიმართული, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შემოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია