მამუკა მდინარაძე - გვარამიას „ნაცებისგან“ გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია - საერთო წარსული, საერთო აწმყო აქვთ, საერთო დავალებების ქვეშ მოქმედებენ და  შესაბამისად, აქვთ საერთო მომავალიც

ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ და როგორც არ უნდა გაიშალონ, ამ ოპოზიციურ ველზე თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან, თავზე მაღლა ძალა ჯერ არავის უპოვია და ვერც ისინი იპოვიან, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მესამე ძალის შექმნის მცდელობის თაობაზე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, მას ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა „სასწაულად მიაჩნია“, რადგან მათ აქვთ საერთო წარსული, აწმყო და შესაბამისად, მომავალიც.

„გვარამიას „ნაცებისგან“ გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია- როგორ შეიძლება გაემიჯნონ ერთმანეთს ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰქონდათ საერთო წარსული, აქვთ საერთო აწმყო, საერთო მესიჯბოქსით, საერთო დავალებების ქვეშ მოქმედებენ და შესაბამისად, აქვთ საერთო მომავალიც.

როდესაც, მაგალითად, გახარია ცდილობს, გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“-ს, ჯერ უნდა გაემიჯნოს თავის წარსულს ამ მიმართულებით - როდესაც მან ჯერ უღალატა თავისსავე გუნდს და შემდეგ კოალიცია შეუქმნა საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე, ეს ხელოვნური გამიჯვნები შედეგს ვერ მოუტანთ და გინდა შეკრიბონ თავისი რეიტინგები და გინდა ცალ-ცალკე გამოვიდნენ, არც ერთ შემთხვევაში წარმატება არ არის. ამიტომ სხვა რადიკალურ ღონისძიებებს მიმართავენ, ალბათ, თავისი მიზნების შესასრულებლად“, - აღნიშნა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია