მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი

სალომე ზურაბიშვილი არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი,- ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები.

მდინარაძემ პრეზიდენტთან მიმართებით აღნიშნა, რომ როდესაც გაქვს სურვილი, ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა თქვა იმაზე, რომ ქვეყანაში კარგი პროცესები მიმდინარეობს.

„ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი იმისა, რომ ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება, როდესაც ამას ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან, აბსოლუტურად ყველა სფეროსთან მიმართებით. გახსოვთ, წინა დღეებში, კვირებში, თვეებში გამოქვეყნებული უამრავი კვლევა და ანგარიში ასეთი ორგანიზაციების. არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია [სალომე ზურაბიშვილს] არც ერთი მესიჯი - ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე