ამბროლაურის მერია - დიდთოვლობის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების წმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა, როგორც გზებზე გადაადგილების ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათვე ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფენ თოვლწმენდით სამუშაოებს.

„ამ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკით იწმინდება ქალაქის ცენტრალური და სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს: კრიხის, სხვავის, ნიკორწმინდის, ჭელიაღელის, ბუგეულის და ზნაკვის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილი.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან ერთად გაეცნო.

ელექტროენერგიის მიმართულებით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ამ დროისთვის მიეწოდება ქ. ამბროლაურს და სოფლების გარკვეულ ნაწილს.

სამუშაოები როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელექტროენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე