საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი - „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“ და „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის საბჭოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.

„ორივე სასწავლო კურსი შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მოიცავს საერთაშორისო ინსტრუმენტებს და სტანდარტებს, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის პროცესში.

HELP-ის სასწავლო კურსები ინტეგრირდა პროკურატურის ოჯახური და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სპეციალიზაციის სასწავლო პროგრამებში. სასწავლო კურსები 3 თვის მანძილზე გაგრძელდება და მონაწილეობას საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული დანაყოფის 39 სპეციალიზებული პროკურორი მიიღებს, რომლებმაც სპეციალიზაციის პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლოს გაიარეს.

დისტანციურ სწავლებას ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტუტორები, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სალომე შენგელია და ქრისტინე მორგოშია გაუძღვებიან.

საქართველო ევროპის საბჭოს „HELP“-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების ათეულშია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროკურატურაში 23 სასწავლო კურსი ჩატარდა, რომელშიც 334 თანამშრომელი მონაწილეობდა. HELP-ის სასწავლო კურსების ინტეგრირება პროკურორთა სპეციალიზაციისა და სხვადასხვა ტრენინგ მოდულებში აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე